გიორგი გვარაკიძე გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს

24.06.26 15:13
გიორგი გვარაკიძე გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს

 

 

საქართველოს მთავარი პროკურორი ამტკიცებს, რომ გადადგომას არ აპირებს. კითხვა გიორგი გვარაკიძესთან მას შემდეგ გაჩნდა, რაც კახა მურადაშვილი შსს-დან პროკურატურაში გადაიყვანეს და პროკურორის პირველ მოადგილედ დანიშნეს. 

გვარაკიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში, სწორედ პირველი მოადგილეა ის პირი, ვინც გენერალური პროკურორის თანამდებობას დაიკავებს, თუმცა ტელეკამერების წინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გადადგომას არ აპირებს. 

კახა მურადაშვილი თავისი კომპეტენციით და ცოდნით ღირსეული ადამიანია. 20 წელია ის მუშაობს, როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე შსს-ში, მათ შორის საკმაოდ მაღალ თანამდებობეზე. 

წესს აგიხსნით, თუკი გენერალური პროკურორი არ ასრულებს თავის მოვალეობას სხვადასხვა მიზეზის გამო, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე - თუ ამას გულისხმობთ, ეს ასეა და გადადგომას არ ვაპირებ ნამდვილად. 

კითხვა: თუ თქვენ გადადგებით თანამდებობიდან, გენერალური პროკურორის პოსტს დაიკავებს კახა მურადაშვილი? 

არვიცი, როგორ გითხრათ? დაიკავებს პოსტს, ეგრე ვერავინ დაიკავებს პოსტს, მას სჭირდება საბჭოს სხდომა, საბჭომ უნდა აირჩიოს, შემდეგ პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ რატომ დასვით ეს კითხვა, ან  რატომ მოიტანეთ, რომ სადმე წასვლას ვაპირებ, ან გადადგომას ვაპირებ? ეს საიდან მოიტანეთ - მე მანამდეც მყავდა პირველი მოადგილე. იგივე შემიძლია გითხრათ, თუკი მე არ ვიქნები გენერალური პროკურორი, მანამ, სანამ ახალი გენერალური პროკურორი აირჩევა, მანამდე მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე". - განაცხადა გვარაკიძემ. 

პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება. კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.