აქტივისტები გენპროკურორის პირველ მოადგილედ დანიშნულ მურადაშვილს დარბევებში ადანაშაულებენ

24.06.26 15:36
აქტივისტები გენპროკურორის პირველ მოადგილედ დანიშნულ მურადაშვილს დარბევებში ადანაშაულებენ

 

 

შსს-დან პროკურატურაში პორტირებული კახა მურადაშვილის სახელი და გვარი სამოქალაქო აქტივისტებს აქციების ხმაურიანი დაკავებებიდან და საარჩევნო უბნებზე მომხდარი ინციდენტებიდან ახსოვთ.

მარიამ შუშანიას თქმით, მურადაშვილი არის სწორედ იმ ადამიანთა შორის, ვინც "აქციების დროს ხელისუფლების დავალებით ჯალათებად მუშაობდნენ".

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, სწორედ ამ "დამსახურებისთვის" გადაიყვანეს მურადაშვილი გიორგი გვარაკიძის პირველ მოადგილედ. შუანიას განცხადებით, არაა გამორიცხული, მურადაშვილი მალე გენერალური პროკურორის პოსტზეც ვიხილოთ. 

ზოგადად, პრაქტიკაში შეგვიძლია ძალიან ბევრი ადამიანი გავიხსენოთ, ვინც აქციების დროს ხელისუფლების დავალებით ჯალათებად მუშაობდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შემდეგ კი დააწინაურეს. არც ეს შემთხვევა არ ყოფილა ამ შემთხვევაში გამონაკლისი. არაერთი ხმაურიანი საქმე პოლიტიკურ სივრცეში გვახსენდება ამ ადამიანის სახელსა და გვარზე - განსაკუთრებით დარბევების პერიოდი ან საარჩევნო უბნებზე მისი აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, როგორც სხვა მაღალჩინოსანი დააწინაურეს, არც კახა არ ყოფილა გამონაკლისი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვების, ასევე მისი თანამდებობაც დროებითია, იმიტომ, რომ სისტემა, რომელიც აქტიურად აწინაურებს, ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებს, შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე აქვეითებს უფრო დაბალ პოზიციაზე. 

რამდენი ხანია ვიცით, რომ "ოცნებაში" მასშტაბური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. არაფერი არ არის გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ ადამიანი, რომელიც კრიმინალს ჩადის ქუჩებში და მათ შორის საარჩევნო უბნებთან, მათ შორის დაინიშნოს  გენპროკურორის თანამდებობაზე, იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში ვინც კი გვახსენდება გენპროკურორის თანამდებობაზე, ყველამ თავისი "ხელისუფლების მიმარ დამსახურებებიდან" გამომდინარე დაიკავეს ეს თანამდებობა და არც ეს არ იქნება გამორიცხული", - ამბობს მარიამ შუშანია. 

აქტივისტები ამბობენ, რომ სჭორედ მურადაშვილის გვარი ფიგურირებს რურუას საქმეში იარაღის ჩადების ნაწილში - ასევე აქციების დარბევაში. 

პირველი პირი იყო, ვინც გვცემდა, გვარბევდა და გვირტყამდა - ამბობს მურდაშვილზე სამოქალაქო აქტივისტი. 

ვინც აკეთებდა მაშინ ცუდ საქმეს, ის ადამიანები გადმოვიდნენ ისევ აქეთა მხარეს. თუ არ გახსოვთ მაგალითად რურუას საქმეში ვინ ჩადო ფისტალეტი, თუ არ გახსოვთ ვაკის პარკში, გარდაცვლილი ბავშვი რომ გვყავს და სულ ბოლოს დარბევები. პირველი პირი იყო, ვინც გვცემდა, გვარბევდა და გვირტყამდა. ამაზე დიდი საცოდაობა და უბედურება რა შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის რომ იყოს"- ამბობს აქტივისტი.  

პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება. კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.