ელისო კილაძე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს - ადვოკატი
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ ჟურნალისტს ისევ დახურულ კარს მიღმა ასამართლებენ. ელისო კილაძის საქმეზე დღეს ადვოკატებმა შესავალი სიტყვა თქვეს, თუმცა პროკურატურა პროცესის საჯაროობას არ თანხმდება.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ელისო კილაძის წინააღმდეგ არაერთი მოწმის ჩვენება აქვთ და მტკიცებულებების გამოკლვევის ეტაპზე ჟურნალისტს ბრალად წარდგენილ ქმედებას დაუმტკიცებენ, დაცვის მხარე კი ამბობს, რომ საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ დევს.
ადვოკატ ნათია კოტრიკაძის თქმით, ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს.
ელისო კილაძე არ აღიარებს დანაშაულს - ბრალს, რომელიც მას აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება საერთოდ არ განიხილება. რაც შეეხება სასამართლო გამოძიებას, 99 მოწმე ჰყავს გამოძიებას დასაკითხ პირთა სიაში. დაცვის მხარესაც გვყავს მტკიცებულების გამოკვლევის სტადიაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ და შემდეგ ალბათ მოგვცემა ამის საშუალება, რომ ყველა მოწმე, რომელიც ბრალდების მხარეს ეკუთვნიი, გამოკითხული იქნება სასამართლო პროცესზე.
ელისო კილაძის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულა არ არსებობს. ის დააკავეს 18 თებერვალს. 20 თებერვლიდან მას ყოველ 2 თვეში მას ეკრძალება პაემანი და მიმოწერა. გუშინ მვიიღეთ პროკურორის მესამე დადგენილება, სადაც მას 2 თვით კიდევ აეკრძალა და დასაბუთება არის ასეთი, რომ როგორც ცნობადმა სახელმ, შესაძლოა ზემოქმედება და ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე და ამის გამო ხდება პროცესების დახრუვა. თუკი ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომელიც უტყუარია და იძლევა იმის საფუძველს, რომ გამოტანილ იქნება გამატყუნებელი განაჩენი, რატომ არ სურთ, რომ გაიხსნას პროცესები?- ამბობს ადვოკატი.
ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.
„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.
კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.