საქართველოში კორონავირუსს კიდევ 70 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 70 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9,39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9%.
ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით.