რუსეთის ანექსიის გეგმა - რა შედეგი მოიტანა ოცნების "არგაღიზიანების პოლიტიკამ"

25.06.26 21:16
რუსეთის ანექსიის გეგმა - რა შედეგი მოიტანა ოცნების "არგაღიზიანების პოლიტიკამ"

 

 

შალვა პაპუაშვილი ვერ ხვდება, რას გულისხმობს ხალხი, როდესაც ამბობს რომ ქართული ოცნება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე დუმს. პაპუაშვილი ამ თემზე დღეს მხოლოდ ჟურნლისტების დასმულმა კითხვებმა აალაპარაკა. არც ერთი ბრიფინგი ანექსიის დასაგმობად და არც ერთი ოფიციალური განცხადება პარლამენტს ამ საკითხზე არ ქონია. არადა პარლამენტის თავმდჯომარე  თითქმის ყოველდღე სპეციალურ განცხადებებით ევროკაშირს აკრიტიკებს. ასე იყო დღესაც, მისი ორგვერდიანი ბრიფინგის ტექსტი დასავლელი პარტნიორების ლანძღვას ეხებოდა და არა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის დაგმობას. 

დღეს არც პაპუაშვილს დაუწყია სხდომა რუსეთის ანექსიის დაგმობით და არც დეპუტატებს გაუკეთებიათ განცხადებები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების გასაკრიტიკებლად. 

ამასობაში კი რუსული მედია უკვე აქტიურად წერს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის უკვე ყველაფერი მზად არის, რომ კრემლმა ცხინვალის რეგიონის შეერთება განახორციელოს. ოპოზიციამ კი ქმედითი ნაბიჯების გადადგა- "ნაციონლური მოძრაობა" გეგმავს, მოითხოვის ევროკავშირისგან იმ ადამიანების დასანქცირება, ვინც ამ ანექსიას განახორციელებს. 

საქართველომ რუსეთს უკვე მოუგო დავები საერთაშორისო სასამართოებში. ახლა საინტერესოა, მი,დინარე პრობლემასთან დაკავშირებით აპირებს თუ არა ხელისუფლება საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", მკაფიოდ შეაფასოს 9 მაისს გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულება და მოითხოვოს პარტნიორებისგან რუსეთის ანექსიური პოლიტიკის დაგმობა, თუმცა ამის მოლოდინი ივანიშვილის პარტიის მხრიდან ექსერტებს არ აქვთ. 

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები