რასაც ესენი აკეთებენ, არის ფაშიზმი, ნამდვილი ოსვენციმი - ელენე ხოშტარიას დედა
„დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარიას დედა შვილის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ციხეში მასთან შევიდა, ის ისეთი ნატანჯი სახით, მოხრილი და ჯოხზე დაყრდნობილიდ ახვდა, ერთ ადგილზეც კი ვერ ჩერდებოდა.
ირინა გუნცაძე აცხადებს, რომ ის, რაც მის შვილს სჭირს არის წამება და “რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს არის ფაშიზმი და ნამდვილი ოსვენციმი. “
ჩემი შვილი იყო დაყრდნობილი ჯოხზე, მოხრილი, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ნატანჯი სახით, ჩაშავებული თვალებით. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ძალიან ძლიერი და ნებისყოფით სავსეა. ეს, რასაც ესენი აკეთებენ, არის ფაშიზმი, ნამდვილი ოსვენციმი. დიაგნოზი, უკვე თითქმის იციან, რა არის, ოღონდ აქ არის როგორი სპექტრი იცით? ფართო სპექტრის დაავადება, იმიტომ რომ გართულდა. ადამიანი შევიდა ნორმალური და გართულდა. ნინო დათაშვილს ჰქონდა დაახლოებით, მაგრამ ეს უფრო რთული ამბავია, რადგან აქ არის ინფექციური ამბავიც. ეს არის წამება და კიდევ ბედავენ, ამას აგრძელებენ და იძახიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ. რას გააკეთებენ? არაფრის გამკეთებელები არ არინ, ჯურღმულში ამის გაკეთება როგორ შეიძლება. მკურნალობა იქ არ შეიძლება, რა უნდათ, კიდევ დამართონ უბედურება? რისთვის ზის საერთოდ, გამაგებინონ ერთი, - ამბობს ხოშტარიას დედა.
- ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში "დროას" ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
- "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება" - თქვა მაშინ ადვოკატმა.
- იურისტის განცხადებას "დეზინფორმაციაა" უწოდა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყებაში თქვეს, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა. პატიმარი კი ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.