"ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

26.06.26 15:22
"ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

 

 

პარლამენტში, სადაც ირაკლი კობახიძე წლიური ანგარიშით არის მისული, ცოტა ხნის წინ "ოცნების" წევრებსა და გახარიას გუნდს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. 

ივანიშვილის გუნდის წევრებმა გიორგი გახარიას მოღალატე და გადამგდები ეძახეს. 

ჩვენ რომ გვესაუბრებით, მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით. კბილებით დავიჭირეთ და ისე გავიტანეთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და მაგაში გვერდში არ დაგვიდექით. სიტყვა გადამგდებს რომ ახსენებთ, ჯერ დაფიქრდით გიორგი გახარიაზე - რამდენი ადამიანი და რამდენი მისი ძველი თანაგუნდელი ჰყავს გადაგდებული", - თქვა ლევან მაჭავარიანმა.

"ოცნების" დეპუტატს გახარიას თანაგუნდელმა, გიგა ფარულავამ შეახსენა, რომ გადაგდებაზე და ღალატზე არ უნდა ლაპარაკობდეს პარტია, რომელმაც გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეში გამოკეტა. 

აქ საუბარი იყო გადაგდებაზე, თქვენ ვის გადაგდებაზე საუბრობთ, მაშინ როდესაც, თქვენი თანაგუნდელები ჩაუშვით და ჩასვით ციხეში. საუბარი გქონდათ ღალატზე, ანექსიაზე სიტყვა ვერ დაგაცდენინეთ, განცხადება ვერ გაგაკეთებინეთ.  ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების ღალატი. სანამ რამე განცხადებას გააკეთებთ, დაფიქრდით, რა გზა გაიარეთ და რა გზას გადიხართ", - უთხრა გიგა ფარულავამ ლევან მაჭავარიანს.

გიგა ფარულავას განცხადებას ირმა ზავრადაშვილმა უპასუხა - "ოცნების" დეპუტატმა გახარიას პასრტიას უთხრა, რომ "ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ".

ქვეყანაში ჩამოყალიბებული არის ღალატის საზომ ერთეულ გვარი გახარია - თქვა პლენარულ სხდომაზე ზავრადაშვილმა. 

გადაგდება, ღალატი, ჩორჩანა - როგორც ჩემი კოლეგა იტყოდა, ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო და თქვენ რა დაგემართათ ამ გახარიებს, იმ თემებს ეხებით და იმ თემებზე ლაპარაკობთ, რომლის შემოქმედიც თქვენი მოღალატე ხელმძღვანელია. ქვეყანაში ჩამოყალიბებული არის ღალატის საზომ ერთეულ გვარი გახარია - იცით თქვენ? ვიღაცა ვიღაცსი ღალატს რომ აფასებს, რამდენი გახარიაა იმით ზომავენ და თქვენ დგახართ და ვიღაცის გადაგდებაზე და ღალატზე ლაპარაკობთ, არ გრცხვენიათ? - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.  

 

 

მსგავსი სიახლეები