ქალს, რომელიც ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა "პირველი სამშობიარო კლინიკიდან" სხვა საავადმყოფოში გადაიყვანენ
32 წლის სიმა კულიევა "პირველ სამშობიარო კლინიკიდან" "ჰელაიკორში" გადაიყვანენ - ინფორმაციას "პირველებს" უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალის ოჯახის წევრები უდასტურებენ.
"პირველ სამშობიარო კლინიკაში" კვლავ ხმაურია. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.
კულიევების თქმით, "პირველ სამშობიარო კლინიკაში" ქალს არასათანადოდ მკურნალობენ.
მათივე მტკიცებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15 დღეა კლინიკაშია, დიალიზის აპარატი სჭირდება, თუმცა „გაფუჭებული აქვთ და ვერ უკეთებენ“.
სიმა კულიევას დედა "პირველებს" ეუბნაბა, რომ ექიმი მის შვილს ჰპირდებოდა, რომ 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ კლინიკას იმავე დღეს დატოვებდა, თუმცა, ოპერაციის შემდეგ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდა.