რატომ არ ხდება მონიტორინგი კონკრეტულ პარკებში? - გიორგი ჯაფარიძე
“ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი “პირველებს“ უყვება, რომ ლოტკინის დასახლებში მდებარე სკვერში მომხდარი ფაქტი არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც საბავშვო სივრცეში მოზარდი დაზიანდა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ორგანიზაციაში არაერთი შეტყობინება შედის, თუ როგორ ზიანდება სხვადასხვა კონსტრუქცია, საჯარო სივრცეებში.
გიორგი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ზოგ შემთხვევაში ნამდვილად იყოს ვანდალიზმი, თუმცა, მერიის პასუხისმგებლობაა, არსებობდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც გააკონტროლებენ კონსტრუქციებს და მდგომარეობას სკვერებში.
აქ არის რამდენიმე საკითხი, რასაც სჭირდება ყურადღების გამახვილება. პირველი უნდა დავიწყოთ იმით, რომ მოქალაქეები უნდა გაუფრთხილდნენ ჩვენს ქალაქს, რომ არ მოხდეს მსგავსი ვანდალური შემთხვევა, მეორე ფაქტორი არის ის, რომ ყველა პარკს უნდა ჰყავდეს და სავარაუდოდ, ჰყავს ზედამხედველი, რომელიც ამოწმებს უსაფრთხოებას, რადგან აქ ბავშვები თამაშობენ, შესაბამისად, ამას აუცილებლად სჭირდება სისტემატური ზედამხედველობა და მესამე არის ის, რომ ისე მოხდეს გაკეთება მსგავსი ტიპის ატრაქციონების, საქანელების და დასაჯდომი ადგილები, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ, მოქალაქე, მშობელი, ბავშვი. რაღაც კონსტრუქციები რომ კეთდება და ნებისმიერი ტიპის საკითხი რომ კეთდება, ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები დაცული. თუ სტანდარტები არის დაცული, უნდა იყოს კონკრეტული ფაქტების გამოძიება, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის შემთხვევა. თუ ვანდალიზმის ფაქტია, მაშინ რატომ არ ხდება მონიტორინგი კონკრეტულ პარკებში. როგორც ვიცით ახალ პარკებში არის დაყენებული კამერები, არის 24-საათიანი მონიტორინგი, რასაც მივესალმები, მაგრამ სადაც არ არის, საუბარია პატარა პარკებზე, იქ უნდა მოხდეს მონიტორინგი, - ამბობს ჯაფარიძე.
თბილისში, ლოტკინის დასახლებში მდებარე სკვერში მოზარდს სარწეველა საქანელას რკინის კონსტრუქცია დაეცა - სკოლის მისწავლე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოს დაზიანებები თავისა და ხერხემლის არეში აღენიშნება.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
- 14 წლის გოგო "ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში", რეანიმაციულ ბლოკშია მოთავსებული. კლინიკას მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.
- რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.