საბა ჯიქიას მოქალაქეებმა დაბადების დღე გლდანის ციხესთან მიულოცეს

26.06.26 20:55
საბა ჯიქიას მოქალაქეებმა დაბადების დღე გლდანის ციხესთან მიულოცეს

პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებულ საბა ჯიქიას მოქალაქეებმა დაბადების დღე გლდანის ციხესთან მიულოცეს. 

  • საბა ჯიქიას დღეს ციხეში 20 წელი შეუსრულდა.

უსაყვარლესო ბიჭო, ღიმილა ბიჭო გილოცავ დიდი სიყვარულით. მინდა ბედნიერი, ჯანმრთელი გამოხვიდე და თავისუფალ საქართველოში, გაბრწყინებულ საქართველოში მენახე," - გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია. 

ცნობისთვის, 24 აპრილს საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

  • შეგახსენებთ, რომ საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი გდდ-ს თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია. საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.

მსგავსი სიახლეები