ანსამბლ "ორერას" სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
სოციალურ ქსელში გვარცელებული ინფორმაციით, ანსამბლ "ორერას" სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მუსიკოსი ანსამბლ "ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო, სიცოცხლის ბოლომდე კი, ანსამბლის ხელმძღვანელი. ის ანსამბლ "ორერაში“ 1964 წელს "რეროდან“ მივიდა. უკრავდა კონტრაბასსა და საყვირზე.