თემურ უგულავას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სასტუმრო სტამბიდან სინათლის სხივი გაუშვეს

27.06.26 00:57
თემურ უგულავას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სასტუმრო სტამბიდან სინათლის სხივი გაუშვეს

თემურ უგულავას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სასტუმრო სტამბიდან სინათლის სხივი გაუშვეს.

"სტამბის ეზოდან ცისკენ გავუშვით  სხივი უსასრულობისკენ” - ამის შესახებ ბაია დავითაია სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, თემურ უგულავას ნიუ-იორკი - მუდმივად მკძრავი, თავისუფალი, მრავალფეროვამი, გაბედული და მომავლისკენ მოძრავი ქალაქი - უყვარდა და “დასანანია, რომ სწორედ ამ ქალაქში დაემშვიდობნენ”. 

თუ რომელიმე ქალაქს შეიძლება თემურის შინაგანი სამყარო შევადარო, ეს ნიუ-იორკია მუდმივ მოძრაობაში, თავისუფალი, მრავალფეროვანი, გაბედული, მომავლისკენ მიმართული. 

სწორედ ამიტომ უყვარდა ის. 

არა მხოლოდ როგორც ქალაქი, არამედ როგორც იდეა — უსაზღვრო შესაძლებლობებისა და თავისუფალი აზროვნების.

რა დასანანია, რომ სწორედ ამ ქალაქში დაგემშვიდობეთ.

მისი განსაკუთრებული თვისება იყო ის რომ არასოდეს ირჩევდა  გაკვალულ გზას. ის თავად ქმნიდა გზას და მასზე საკუთარ, განუმეორებელ ნაკვალევს ტოვებდა.

მან შეძლო ჩვენი გაერთიანება იმ იდეის გარშემო, რასაც პროგრესი ჰქვია — თანამედროვეობის  შეგრძნება, დროის მოსმენის უნარი და მოქმედების გამბედაობა. გვასწავლა ,რომ მომავალი იქმნება მათ მიერ, ვისაც არ ეშინია ახალი გზების და გამოწვევების.

დღეს, როდესაც აღარ არის ჩვენთან, ის ისევ გვაერთიანებს, ამჯერად — მის მიმართ სიყვარული, მადლიერება და ის ღირებულებები, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის დატოვა. ის არის მიმართულება და სინათლე, რომელიც ისევ გვიჩვენებს გზას და სწორედ ამიტომ სტამბის ეზოდან ცისკენ გავუშვით  სხივი უსასრულობისკენ. 

მადლობელი ვარ იმ საუკეთესო 10 წლისთვის რაც მასთან ერთად გავატარე და მადლობა ჩვენი ლუკასთვის.

P.S. „ზოგიერთი ადამიანი მთელ ცხოვრებას ისე ატარებს, რომ არ იცის, რომ ისტორიას ქმნის. მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ აცნობიერებს სამყარო იმ სინათლის ზომას, რომელსაც ისინი ატარებდნენ,” - წერს ბაია დავითაია. 

ცნობისთვის, ბიზნესმენი თემურ უგულავა  56 წლის ასაკში, 22 ივნისს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები