საფრთხეები ძალიან ბევრია, მათ შორის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის გართულების მხრივ - ექიმი სააკაშვილზე

20.11.21 17:12
საფრთხეები ძალიან ბევრია, მათ შორის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის გართულების მხრივ - ექიმი სააკაშვილზე

„საფრთხე ძალიან ბევრია, მათ შორის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის გართულების მხრივ“ - ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, სანდრო ცისკარიძემ გოორის ჰისპიტალთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე გააკეთა.

ჩვენ ვართ კონსილიუმი, რომელიც მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დაწყებიდან ვმუშაობთ და ვაგრძელებთ მუშაობას. შევდივართ, ვნახულობთ პაციენტს და შემდეგ კოლეგებთან ერთად შევთანხმდებით პროცედურებზე, ეს იქნება დიაგნოსტიკური, თუ სხვა. ვიზიტი შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამინისტროა მისი ერთ-ერთი ინიციატორი“, - განაცხადა სანდრო ცისკარიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს.

ამ ყველაფერს ადგილზე ვნახავთ. ძალიან რთული სათქმელია რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას. ჩვენ გამოვდივართ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ახლაც ასე იქნება.

რეფიდინგის პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა და გულისხმობს აქტიურ მონიტორინგს. საფრთხეები ძალიან ბევრია, მათ შორის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის გართულების მხრივ"- თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები