ბუსტერი 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს - ამირან გამყრელიძე

20.11.21 17:31
ბუსტერი 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს - ამირან გამყრელიძე

20 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში  8 ათასამდე ბუსტერია გაკეთებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბუსტერ დოზა კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. 

ბუსტერი კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა სინოფარმზე იყავი აცრილი, სინოვაკზე თუ ფაიზერზე, სასურველია, რომ აიცრან 6 თვის შემდეგ. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ"- აცხადებს გამყრეიძე. 

მისი თქმით,  როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით.

მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში"- დასძინა მედიკოსმა.