შეიქმნება პრეცედენტი, რომ პრესმდივანი ცრუ ჩვენების გამო დაისჯება! - ნოდარ მელაძე

20.11.21 17:20
შეიქმნება პრეცედენტი, რომ პრესმდივანი ცრუ ჩვენების გამო დაისჯება! - ნოდარ მელაძე

,,ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც,  მოსამართლე, ირაკლი ხუსკივაძემ, ტელევიზიას "პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის" ანაზღაურება დაავალა. 

მელაძე სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს და აცხადებს, რომ არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ქეთევან კოვზიაშვილს ცრუ ჩვენების მიცემისთვის პროკურატურაში უჩივლებს. 

ცნობისთვის, აღნიშნული დანაშაუალის ხანდაზმულობის ვადა 6 წლია: 

ცრუ მოწმე, ქეთევან კოვზიაშვილის ჩვენების საფუძველზე, მოსამართლე, ირაკლი ხუსკივაძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამრთლოში მოსამართლედ ერთი წლის წინ გაამწესეს, გადაწყვეტილება ტვ პირველის წინააღმდეგ მიიღო! 

1. ცრუ ჩვენებისთვის ქეთევან კოვიზიაშვილს ვუჩივლებთ საქართველოს პროკურატურაში, აღნიშნული დანაშუალის ხანდაზმულობის ვადა 6 წლია. სულ, რომ 6 წელი გავიდეს ის აგებს პასუხს!!! ამით შეიქმნება პრეცედენტი, რომ პრესმდივანი ჟურნალისტების წინააღმდეგ, საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების ან/და ხელმძღვანელი პირის დავალებით ცრუ ჩვენების გამო დაისჯება! 

2. გადაწყვეტილება რა თქმა უნდა გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში! ჩვენს მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მედიამ გამოიყენა ინფორმაციის გადამოწმების უმაღლესი სტანდარტი რაც არ გაითვალისწინა მოსამრთლემ. 

3. მობილური სატელეფონო ანძების ამონაწერით დგინდება, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში პოლიციის თანამშრომლის მობილურ ტელეფონს ვერც ერთი ანძა ვერ იღებდა ანუ იყო გათიშული, ანძების ამონაწერი ვერ იქნება დადასტურებული პოლიციელის ადგილსამყოფელი და მოსამართლე მხოლდო ცრუ მოწმის ჩვენებას დაეყრდნო. 

4. არსებობს ჩვენს მიერ ჩაწერილი დედის ვიდეოინტერვიუც , სადაც ის ამბობს რომ სავარაუდო დანაშაულის მომენტში მისი შვილი სახლში არ იყო. არადა თავად სასამართლოში ამტკიცებდა, რომ სახლში იყო! 

5. შსს სამინისტროს წარდგენილი კიდევ ერთი ცრუ მოწმის შესახებ, ახლა მივიღეთ ახალი მტკიცებულებები, რაც წარდგენილი იქნება სასამრთლოში"- წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, საქმე ეხება  2021 წლის 30 იანვრის "შაბათის ეთერში" გასულ სიუჟეტს რომელიც  შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურს, გელა კვაშილავას ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ გადაჰქონის საკითხს ეხებოდა. 

მსგავსი სიახლეები