თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

30.06.26 14:42
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ავიდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 

შეთანხმების მიხედვით, დაკავებულ ქალს 1-წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. თამარ ლორთქიფანიძე საპატიმროში კიდევ 4 თვეს გაატარებს.

თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედება:

  • პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

მსგავსი სიახლეები