დღე-ღამეში საქართველოში კიდევ 76 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

21.11.21 10:51
დღე-ღამეში საქართველოში კიდევ 76 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 76 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსი კიდევ 3 357 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 772 პაციენტი. დღიურად ჩატარდა 34 361 ტესტირება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 812 246 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 749 699, გარდაიცვალა 11 498 პაციენტი.