საქართველო ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით მეორე ადგილზეა

01.07.26 10:26
საქართველო ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით მეორე ადგილზეა

ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის, Eurostat-ის ახალი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან 2 060 საქართველოს მოქალაქე მესამე ქვეყნებში დააბრუნეს. ამ მაჩვენებლით საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი დაბრუნებული მოქალაქე ასევე იყვნენ თურქეთის, ალბანეთის, მაროკოსა და სირიის მოქალაქეები.

საქართველო ევროკავშირიდან დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას 2025 წელსაც იკავებდა. გასული წლის მონაცემებით, ევროკავშირიდან დაბრუნებულთა რაოდენობით საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე იყო.

მსგავსი სიახლეები