"ვივა მედი" ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში არ ჩაერთვება - ნინო ნადირაძის თქმით, "კლინიკის მხოლოდ ინფრასტრუქტურა იქნება"

01.07.26 11:02
"ვივა მედი" ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში არ ჩაერთვება - ნინო ნადირაძის თქმით, "კლინიკის მხოლოდ ინფრასტრუქტურა იქნება"

 

 

კლინიკა "ვივა მედი" ელენე ხოშტარიას მკურნალობის და დიაგნოსტირების პროცესში არ ჩაერთვება.

"ჩვენი მხოლოდ იქნება ინფრასტრუქტურა" - უთხრა დღეს "პირველებს" კლინიკის დირექტორმა. ნინო ნადირაძე-კუზანავა ამბობს, რომ პროცესს სრულად ხოშტარიას ექიმები წარმართავენ და არა "ვივა მედი". 

მისივე მტკიცებით, კლინიკა არ არის ინფორმირებული, თუ როდის გადაიყვანენ "ვივა მედში" ქალ პოლიტიკოსს. 

ჯერ მომართვა არ ყოფილა, მაგრამ წინასწარ რომ იცოდეთ, ჩვენი კლინიკა იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურა მათთვის - თავისი მკურნალი ექიმი ეყოლება, ის მიხედავს და ყველა კითხვა შემდგომში გადაამისამართეთ მის მკურნალ ექიმთან. ჩვენ მხოლოდ ინფრასტრუქტურას ვუზრუნველყოფთ და თუ რაღაცა ტექნიკურად დასჭირდებათ. სხვა მხრივ ჩვენი მონაწილოება მანდ არ იქნება. 

პენიტენციურთან ასეთი ურთიერთობა, საქმიანი ასე ვთქვათ, ტენდერი მოვიგოთ, ჩვენ პაციენტის მოთხოვნით მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში ვუდგავართ გვერდით, დანარჩენი, კლინიკურ ნაწილში სრულად მათ მიერ მოყვანილი ექიმები განახორციელებენ ზედამხედველობას და მკურნალობას. 

ჩვენ წინასწარ არ გვეუბნებიან როდის მოიყვანენ. როდესაც პაციენტი მოჰყავთ, ჩვენ ემერჯენსიში ვგებულობთ - არასოდეს რვიცით არავიზე, - ამბობს ნინო ნადირაძე.  

ცნობისთვის, ნინო კუზანავა, ორიოდე დღის წინ ერთ-ერთი არხის სტუდიიდან იმ პატიმრებს აკრიტიკებდა, რომლებსაც ხალხი "სინდისის პატიმრებად" მოიხსენიებს.

  • "სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს. მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის, სახსარი მტკივა, თირკმელში კენჭი მაქვს... არ "რევოლუციონერებენ" ბოლომდე, რომ მე გამიჩნდეს მათ მიმართ მხარდაჭერის სურვილი. თან "რევოლუციონერობა" უნდათ, თან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდათ. რევოლუცია თუ გინდა, ამდენი მოთქმა-ტირილი, სმოილი, ვაება... კაცო, რევოლუცია ნიშნავს ციხეზეც უნდა წახვიდე, ნარებზეც უნდა დაწვე, იქიდანაც უნდა იბრძოლო," - განაცხადა ნადირაძემ.

დღეს კი "პირველებთან" "ვივა მედის" დირექტორი ირწმუნებოდა, რომ  მისთვსი ყველა პაციენტი ერთია და ყველა პაციენტი ერთნაირი უფლებებით სარგებლობს.

ყოველთვის ყველა პაციენტისთვის ვართ მზად, ჩვენთვის ყველა პაციენტი ერთნაირი უფლებებით სარგებლობს, განსხვავებას არ ვაკეთებთ არასდროს", - თქვა ნადირაძემ. 

მსგავსი სიახლეები