საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება - კალაძე

01.07.26 12:15
საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება - კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით, თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს ნიშნავს. 

სპეციალური მარშრუტები 2 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდში იფუნქციონირებს და გამოცდების მონაწილეებს 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

ავტობუსები გავლენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან:

  • „ახმეტელის თეატრი“
  • „დიდუბე“
  • „სამგორი“ (ზედა გასასვლელი)

„თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების: 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები