"ბიძაშვილს 21 წლის გოგო ბინაში 2 კვირა ჰყავდა დატყვევებული, სასტიკად სცემდა, ბოლოს კი დაახრჩო" - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

01.07.26 13:02
"ბიძაშვილს 21 წლის გოგო ბინაში 2 კვირა ჰყავდა დატყვევებული, სასტიკად სცემდა, ბოლოს კი დაახრჩო" - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

"პირველებისთვის" თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მიმდინარე წლის 26 ივნისს ნაქირავებ ბინაში მოკლული ქალი 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვაა. "პირველებისთვის" მოწოდებული  ინფორმაციით, ბიძაშვილს 21 წლის გოგო ორი კვირა ჰყავდა გამოკეტილი, სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნებით აზერბაიჯანელი ქალი თბილისში მეგობარ ბიჭთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილს ფული გამოელიათ, კაცმა ქალი ქუჩაში დატოვა, თვითონ კი აზერბაიჯანში წავიდა.

უფლებადამცველების თქმით, კერიმოვა თავდაპირველად საქართველოს მოქალაქემ შეიფარა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ბიძაშვილი ჩამოვიდა, უთხრა, რომ ბინას უქირავებდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი განზრახვა არა დახმარება, არამედ ქალის მკვლელობა იყო. 

მოკლული ქალის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ 21 წლის გოგო ობოლი იყო და მხოლოდ 19 წლის და დარჩა. 

თავდაპირველად ახალგაზრდა გოგოს მკვლელობსი შესახბ ინფორმაცია სოციალურ ქსელში "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები