ხმაური წაჩხურუს მონასტერში - მეუფე სტეფანეს შეძახილებით დახვდნენ
წაჩხურუს მონასტერში ხმაურია. ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს, ადგილობრივი მრევლი და ბერ-მონაზვნები დაუპირისპირდნენ.
"მოღალატე", "ცრუ" - მღვდელმთავარს ადგილზე განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. მეუფე სტეფანემ შეკრებილ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მონასტერში კომენტარის გარეშე შევიდა.
მონასტრის ეზოში მობილიზებულია პოლიცია.