მინდია შერვაშიძე თავისუფალია

01.07.26 19:47
მინდია შერვაშიძე თავისუფალია

მინდია შერვაშიძე თავისუფალია. მან ციხე უკვე დატოვა. 

ბადრაგს დავუძახე, დამარეკინე საქმე მაქვს-მეთქი და ბადრაგმა კარები ღიაა და გარედან დარეკე რამდენიც გინდაო. ყველანი მიყვარხართ და დანარჩენი იქნება ცოტა ხანში ყველაფერი რიგზე. რა თქმა უნდა [ვაპირებ რუსთაველზე გასვლას], ყოველთვის ბრძოლის ხასიათზე ვარ და მუდამ ვიქნები," - თქვა მინდია შერვაშიძემ. 

სააპელაციო სასამართლომ, დღეს, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა. 

მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა პირველ აპრილს მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. 

აქციის მონაწილეები 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.

ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები