ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლებული მინდია შერვაშიძე 500 ლარით დააჯარიმეს
ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლებული მინდია შერვაშიძე 500 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მინდია შერვაშიძე ჯარიმა თანამესაკნეებთან შეძახილით დამშვიდობების გამო გამოუწერეს.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ, დღეს, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა , ხოლო მინდია შერვაშიძემ ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.
მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა პირველ აპრილს მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
აქციის მონაწილეები 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.