მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა

02.07.26 12:40
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა. 

საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დევნის შეწყვეტაზე არ დაკმაყოფილა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი, წარსულში "ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი უძილაურიც. 

ცნობისთვის, გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.