უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია ამბობს, რომ შარჟის შემდეგ, მას ბექა ოდიშარიას ვაჟი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
მუქარა შარჟის გამო - ბექა ოდიშარიას შვილის სახელით უკრაინაში მებრძოლ ქართველს, გიორგი ფარცვანიას, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ქართველი მეომარი ყვება, რომ შეტყობინებები სოციალურ ქსელში მიიღო.
მიზეზი, სავარაუდოდ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებია - უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო "ქართული ოცნების" წევრებს ურეკავენ, მხარდამჭერებად ეცნობიან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო პასუხებს სთხოვენ. ფარცვანიამ ასე ბექა ოდიშარიასაც დაურეკა.
ამ დილას [ბექა] ოდიშარიას შვილი მწერს გინებებით. 4 წელი და 3 თვეა რუსები მემუქრებიან მოგკლავთო და რავიცი რაებს არ მემუქრებიან, თან რუსეთში 28 წელი მომისაჯეს და ჯარიმა დამაკისრეს 2 მილიონი რუბლი. ჩამოდი უკრაინაში. არ მინდა ვითომ ბლატაობა, ყველგან გიპოვნიო, სადაც არ უნდა იყოო - აგერ ვარ უკრაინაში, ჩამოდი. ან რომ დამბლოკე, არ გაინტერესებდა პასუხი? აბა გელოდები, ნომერი უცვლელია," - ამბობს ვიდეოში გიორგი ფარცვანია.
გიორგი ფარცვანია "პირველებთან" საუბრისას ამბობს, რომ ბექა ოდიშარიას შვილისთვის სასამართლოში ჩივილს არ აპირებს და შეურაცხყოფისთვის ჯარიმების დაწერა "ქართულ ოცნებას" სჩვევია.
არა რა ჩივილი. მაგათ სჩვევიათ ჩივილი, ჯარიმების დაწერები შეურაცხყოფის გამო," - ამბობს ბექა ოდიშარია.