ქვემო ქართლში კაცი დაჭრეს

02.07.26 14:09
ქვემო ქართლში კაცი დაჭრეს

ქვემო ქართლში პირმა თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც შსს იუწყება, სისხლიანი ანგარიშსწორება ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები