ცნობილია, ნაძალადევში ავარიის დროს გარდაცვლილი ქალის ვინაობა

02.07.26 14:26
ცნობილია, ნაძალადევში ავარიის დროს გარდაცვლილი ქალის ვინაობა

ქალი, რომელსაც თბილისში, ტროტუარზე მანქანა დაეჯახა 50 წლის მიმი კაზალიკაშვილია - ირკვევა, რომ შემთხვევა 21 ივნისს, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა, კადრები კი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

კადრების თანახმად, ქალი ტროტუარზე მოძრაობდა, როდესაც მას დაძრული მანქანა დაეჯახა. შეჯახების შემდეგ "ჯიპის" მარკის ავტომობილი იქვე  მდგარ მეორე ავტომობილს მიაჯახა. 

კადრების მიხედვით, მძღოლი ქალია. შსს-ში ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მანქანას, რომელიც ქალს დაეჯახა, რუსული ნომრები ჰქონდა, თუმცა ეს ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ინფორმაციაა.

ინფორმაცია და თვითმხილველების კომენტარები თავდაპირველად "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა.