აქცია შქმერში - მოსახლეობა ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებს
რაჭაში, სოფელ შქმერში, აქცია იმართება. ადგილობრივები ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, სამუშაოების შედეგად შეიცვლება კლიმატი, დაბინძურდება ჰაერი და უნიკალური ბუნება. მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიამ ისინი შეცდომაში შეიყვანა და ხელი მოტყუებით მოაწერინა. ადგილობრივები სამუშაოებზე ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.
ჩვენი მოთხოვნა არის პირველ რიგში ლიცენზიების გაუქმება. ველოდებით განხილვას, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნა შესრულებული იქნება. ლიცენზიების გაცემა მოხდა ჩვენი ჩართულობის გარეშე, არ ყოფილა ჩართული არცერთი მოსახლე", - ამბობს შქმერის მკვიდრი.