ფინანსური პოლიციის ექს-შეფის სკანდალური ჩვენება გრიგოლ ლილუაშვილის წინაააღმდეგ

02.07.26 18:02
ფინანსური პოლიციის ექს-შეფის სკანდალური ჩვენება გრიგოლ ლილუაშვილის წინაააღმდეგ

 

 

ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფის სკანდალური ჩვენება გრიგოლ ლილუაშვილის წინაააღმდეგ -  სოსო რამიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ექს-შეფი მას აძლევდა ინფორმაციას ე.წ ქოლ-ცენტრების მისამართების შესახებ, თუმცა კონკრეტულ ტერიტორიაზე მისულ ფინანსურ პოლიციას, ადგილზე არაფერი ხვდებოდა - "შეინიშნებოდა ტერიტორიაზე ისეთი რამ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იყო ნამყოფი - ან ხდებოდა გარკვეული ტექნიკის ამოღება, საიდანაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაციის იდენტიფიცირება არ ხდებოდა".

ეს ინფორმაცია დახურული სასამართლო სხდომიდან პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა გამოიტანა. 

"პირველების" კითხვაზე - "ანუ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა გრიგოლ ლილუაშვილი სოსო რამიშვილს"? -  პროკურორმა თქვა:  "ამ ყველაფერს სხვა მტკიცებულებებთან ერთად მიეცემა შეფასება და უკვე ეს დასკვნითი სიტყვის ფორმატში იქნება წარმოდგენილი".

მას სამსახურეობრივი შემხებლობა ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან. ეს ადამიანი დღეს დაიკითხა იმისთვის, რომ გარკვეული დეტალები დადგენილიყო. ამ მოწმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე გარემოება გამოკვეთილი არ არის, რომ რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობას შეესწრო ან ერთობლივად ეწეოდნენ. აქ საუბარი არის უწყებრივად ამ კატეგორიის დანაშაულებზე კოორდინაცია როგორ ხდებოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სუს-ს შორის. ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ამ ადამიანს გრიგოლ ლილუაშვილთან,  მის ყოველდღიურობაზე საქმიანობასთან დაკავშირებით, მან ამის შესახებ სასამართლოზე ისაუბრა.

საწყისი ეტაპიდან გრიგოლ ლილუაშვილი განმარტავდა, რომ სუს-ი ზოგადად "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო, რომ "ქოლ-ცენტრების" საკითხს მის უწყება საერთოდ არ ეხებოდა. ასეთი განმარტება ბრალდებულს არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა დღეს ჩვენ დაკითხული მოწმისგან მოვისმინეთ ის, რომ გარკვეულ ინფორმაციას იღებდა სუს-ი კონკრეტულ "ქოლცენტრთან" დაკავშირებით - ზეპირსსიტყვიერად მათ შორის ლილუაშვილისგან მიუღია ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაძლოა ყოფილიყო ქოლ-ცენტრი და ამის საფუძველზე ხდებოდა უკვე ფინანსტა სამინისტროს რეაგირება, თუმცა მოწმემ ისიც განმარტა, რომ მსგავსი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე როდესაც შევიდოდა, შესაძლოა ადგილზე არ დახვედროდა არაფერი, შესაძლოა დაკეტილი ყოფილიყო და შეინიშნებოდა ტერიტორიაზე ისეთი რამ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იყო ნამყოფი - ან ხდებოდა გარკვეული ტექნიკის ამოღება, საიდანაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაციის იდენტიფიცირება არ ხდებოდა. მსგავს მოცემულობებზე ისაუბრა მოწმემ.

რაც შეეხება კითხვას, ცრუ ინფორმაცია იყო თუ არა, ამ ყველაფერს სხვა მტკიცებულებებთან ერთად მიეცემა შეფასება და უკვე ეს დასკვნითი სიტყვის ფორმატი იქნება.

მანვე განმარტა, რომ იწყებდა გამოძიება და შედეგზე ვერასდროს გადიოდა, დაახლოებით 6 წლის პერიოდში მან განმარტა, რომ შედეგზე ვერ გადიოდა", - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე პროკურატურის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არ ადასტურებს - ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის მტკიცებით, სოსო რამიშვილს პროცესზე არ უთქვამს, რომ ლილუაშვილის მიერ მიწოდებულ მისამართებზე ფინანსურ პოლიიას "ქოლ-ცენტრები" არ ხვდებოდა. 

არა, ეს აბსოლუტურად სიცრუეა. ეს ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მოწმეს საერთოდ არ დაუფიქსირებია. 

"ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ლილუაშვილის მხრიდან მოწმეს არ ჰქონია. მა უბრალოდ უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციიდან გამომდინარე ისაუბრა, რომ გარკვეული სახის ინფორმაციები ჰქონდა მიღებული, რომელი ინფრომაციების გადამოწმების შედეგად,  რიგ შემთხვევაში ბუნებრივია მართლდებოდა, მაგრამ არ იყო ეს კომუნიკაცია უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან", - განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ. 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სოსო რამიშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი ერთმანეთს თანამდებობებზე დანიშვნამდე იცნობდნენ - პროკურორის თქმით, ფინანსური პოლიციის ექს-შეფმა თქვა, რომ ლილუაშვილი წლების წინ სუფრაზე გაიცნო.

რადგან პირადი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ არ იყვნენ ერთმანეთთან კონტაქტზე. მათი თანამდებობები იძლეოდა მოცემულობას, რომ ერთმანეთთან კავშირი უნდა ჰქონოდათ. მოწმემ განაცხადა, რომ მანამდე, წლების წინ გაიცნო რარაც სუფრაზე გრიგოლ ლილუაშვილი და იქიდან იცნობს მას. ანუ გაცნობა არ მომხდარა უშუალოდ მას შემდეგ, რაც ისინი თანამდებობაზე დაინიშნენ". - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა. 

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

 

მსგავსი სიახლეები