ურეკში, ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო
უბედური შემთხვევა მოხდა ურეკში - ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვი კარავიდან გაეპარათ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.