ერთმა არაადამიანმა მოკლა (დაჩეხა) ძაღლი, რომელიც მხოლოდ მანქანებს უყეფდა - ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი დუშეთში

02.07.26 19:10
ერთმა არაადამიანმა მოკლა (დაჩეხა) ძაღლი, რომელიც მხოლოდ მანქანებს უყეფდა - ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი დუშეთში

დუშეთში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მოქალაქე ნინო სინჯარაძე სოციალურ ქსელში წერეს, რამდენიმე დღის წინ, ერთმა ადამიანმა,  სასტიკად მოკლა ძაღლი, რომელი მხოლოდ მანქანებს უყეფდა და ადამიანებს არ ერჩოდა.

მოქალაქე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და აღნიშნული პირი “ძაღლებს აწიოკებს და სცემს“.

ნინო სინჯარაძე ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას ითხოვს, ვინც, მისი თქმით, მომხდარის შესახებ დამალა და შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა.

რამდენიმე დღის წინ დუშეთში ერთმა არაადამიანმა სასტიკად მოკლა (დაჩეხა) ძაღლი!!! 
ძაღლი მხოლოდ მანქანებს უყეფდა, მაგრამ არ ერჩოდა ადამიანებს! ცუგა ერთ-ერთი დუშელის იყო და შემდეგ, როცა მობეზრდათ, სახლიდან ქუჩაში მოისროლეს!!   
თურმე ვიდეოკამერებში ჩანს, ეს მანიაკი როგორ იწვევს და აღიზიანებს ძაღლს და ბოლოს დანით თუ ხანჯლით ჩეხავს! და ისიც გავარკვიე, რომ დიდი ხანია ეს არაადამიანი დუშეთის (და ალბათ არამხოლოდ დუშეთის) ძაღლებს აწიოკებს და სცემს!!!
მე ეს ამბავი ამ წუთას გავიგე და როგორც მითხრეს, ამ დანაშაულის დასაფარად იქვე ერთ-ერთი მაღაზიის რამდენიმე თანამშრომელმა სისხლის კვალიც დაფარა! (საჭიროების შემთხვევაში გვარებსაც ავაფრიალებ)!!!
მერე კი მერიის დასუფთავების სამსახურმა ძაღლის ნეშტი ჩუმად წაიღო და დამარხა!!! 
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ამ დეტალებსაც უკეთ გავარკვევ ცოტა ხანში!
ყველა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიგიძღვით, მკვლელით დაწყებული, “მიმჩქმალავებით” დამთავრებული, ხართ არამზადები, მანიაკები და საზოგადოებისთვის საშიშები!
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
ყველა დამნაშავე სათითაოდ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს!!! ეს ადამიანები მხოლოდ ცხოველებისთვის არ არიან საშიშები, გაიგეთ და შეიგნეთ ეს!!!
პ.ს. “თუ ძაღლები გინდათ, სახლში წაიყვანეთ” და მსგავსი აზროვნების ხალხი ავტომატურად დაიბლოკებით! სახლის იყო ბატონო ეს ცუგაც, მარა ისროლა პატრონმა ქუჩაში!", - წერს მოქალაქე ნინო სინჯარაძე სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, მომხდარზე 1 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.