ელენე ხოშტარიას "ვივა მედში" საბაზისო კვლევები ჩაუტარდა - ზურაბ ჩხაიძე

02.07.26 19:57
ელენე ხოშტარიას "ვივა მედში" საბაზისო კვლევები ჩაუტარდა - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას საბაზისო კვლევები ჩაუტარდა. 

ჩხაიძის თქმით, კლინიკის ადმინისტრაცია პატიმარი ქალი პოლიტიკოსის მკურნალ ექიმებთან ყველა ორგანიზაციულ საკითხზე თანამშრომლობს.

ქალბატონ მაკასთან და ანისთან ერთად ყველაფერი გავიარეთ, ის კვლევები, რაც არის რეკომენდირებული ამ ეტაპზე საბაზისო კვლევები, ყველაფერი შესრულებულია, ქალბატონი ანი გაეცნობა და ყველაფერს გეტყვით. წმინდა ორგანიზაციულ საკითხებზე გვქონდა საუბარი, ჩვენი კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომლობა ქალბატონი ელენეს მკურნალ ექიმებთან"- განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ. 

ცნობისთვის, ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები