ექიმების კონსილიუმი, რომელიც ელენე ხოშტარიას მდგომარეობას შეისწავლის, დღეს ღამით გაიმართება

02.07.26 20:04
ექიმების კონსილიუმი, რომელიც ელენე ხოშტარიას მდგომარეობას შეისწავლის, დღეს ღამით გაიმართება

ექიმების კონსილიუმი, რომელიც ელენე ხოშტარიას მდგომარეობას შეისწავლის, დღეს ღამით გაიმართება - ამის შესახებ ექიმმა და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ანი ქავთარაძემ განუცხადა მედიას. 

ბრალდებულ პოლიტიკოსს კი "ვივა მედში" კვლევები უკვე ჩაუტარდა.  ახლა მედიკოსები შედეგებს ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმება შემდეგი ეტაპი. ანი ქავთარაძის ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, ელენე ხოშტარიას კლინიკური მდგომარეობა უცვლელია. 

გავეცნობით იმ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, რომლებიც შევუკვეთეთ, დღეს დილისთვის. რაც შეეხება კონსილიუმს - დროთა სხვაობის გამო, ვინაიდან, აშშ-ში არიან ექიმები, რომლებთანაც გვექნება ეს ჩართვა, შედგება ამაღამ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, უკვე ინსტრუმენტული კვლევის შესახებ კონკრეტული რადიოლოგიური თუ სხვა კვლვევბის შესახებ. შემდგომ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ კვლევების ნაწილი ჩატარდება ამ კლინიკაში თუ სხვაგან, თუ სრულად ვივამედში.

მისი კლინიკური მდგომარეობა, გუშინდელი მონაცემებით, გაუმჯობესებული არ იყო და ეს ბუნებრივია, როგორც იცით, ჯერ ძირითადი მკურნალობა არ დაგვიწყია, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ხელთ არ არის ყველა კვლევის შედეგი, შესაბამისად, არ ველოდები, რომ რაიმე სახის გაუმჯობესება იქნება. ერთადერთი, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ტკივილის მართვა იყოს შედარებით უფრო ადეკვატური", - თქვა ანი ქავთარაძემ. 

ცნობისთვის, ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები