ელენე ხოშტარიას კვლევების შედეგები ცნობილია

02.07.26 21:17
ელენე ხოშტარიას კვლევების შედეგები ცნობილია

 

 

ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმებმა "ვივა მედი" დატოვეს. როგორც  მედიას მედიკოსმა და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ანი ქავთარაძემ განუცხადა, კვლევებში, გარკვეული ცვლილებებია.

ქავთარაძის თქმით, სამკურნალო პროტოკოლი მას შემდეგ გაიწერება, რაც დღეს საღამოს ექიმთა კონსიულიუმთან შეხვედრა გაიმართება. სწორედ ექიმთა კონსილიუმმა უნდა გადაწყვიტოს ახლა, სჭირდება თუ არა პატიმრობაში მყოფ ქალ პოლიტიკოსს კიდევ დამატებითი კვლევები. 

რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას განწყობას , ანი ქავთარაძის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერი თავს მხნედ გრძნობს - "მისი  გზავნილი არის ბრძოლის გაგრძელება, არდანებება, ართანამშრომლობა რეჟიმთან". 

ჩატარდა რუტინული, ძალიან საბაზისო კვლევები - გავეცანით. გარკვეული ცვლილებები არის კვლევებში, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ. როგორც გითხარით დღეს ღამით შედგება კონსილიუმი იმ ექიმებთან, რომლებიც არიან სხვადასხვა ვიწრო პროფილის მქონე - იმისთვის, რომ მივიღოთ მათგან დამატებითი რეკომენდაციები უკვე სხვადასხა რადიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება და მათ შეიძლება ჩათვალონსაჭირონ სხვა კვლევები. ამიტომ არ გადაგვიწვეტია, რომ მაგალითად დღესვე რომ დაგვეწყო რადიოლოგიური კვლევა. 

ამ კონსილიუმის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ უკვე ორგანიზებას რადიოლოგიური კვლევის ჩატარები  და საბოლოოდ შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება მანამ, სანამ დაიწყება უშუალდო მკურნალობის პროცესი. 

კონსილიუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები, რომლებსაც აქვთ მრავალწიანი განმოცდილება აშშ-ში და ახლა იქ იმყოფებიან. 

ელენე არის მხნედ, მისი  გზავნილი არის ბრძოლის გაგრძელება, არდანებება, ართანამშრომლობა რეჟიმთან და მისვლა გამარჯვებამდე. მას თავსისი პირადი ბრძოლა აქვს და დარწმუნებულია რომ აქც გაიმარჯვებს ისევე როგორც რეჟიმტან ბრძოლაში", - განაცხადა ანი ქავთარაძემ. 

ცნობისთვის, ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები