OHCHR-ის ანგარიში კარგი დასტური იქნება იმის, “ქართული ოცნების“ მიდგომა როგორი რუსულია - გიორგი ბურჯანაძე
სუპერ კრიტიკული ანგარიშია, რომელიც აღწერს ყველა იმ უბედურებას ადამიანის უფლების კუთხით არსებობს ქვეყანაში, - ასე აფასებს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე სახალხო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UN Human Rights Council) საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს.
ბურჯანაძის თქმით, არ არსებობს მსოფლიოში ორგანიზაცია, რომელიც “ქართული ოცნების“ მიმართ ლოალურია და ამბობს,რომ რასაც ისინი აკეთებენ, ეს ადამიანის უფლებებს შეესაბამება.
ეს ანგარიში კარგი დასტური იქნება იმის, “ქართული ოცნების“ მიდგომა როგორი რუსულია, - ამბობს ნურჯანაძე.
“ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული არსენალი საკმაოდ დიდია, ისინი ტყუილს ტყუილზე იგონებენ, 1000 ეპიტეთს არქმევენ ხოლმე, იმ ობიექტურ დასკვნებს და შეფასებებს, რომლებიც ამ კუთხით ხორციელდება. მსოფლიოში არსებობს გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და ალბათ ერთი მექანიზმი არ არსებობს, რომელმაც “ოცნებას“ არ უთხრა, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, არის სრული ავტოკრატია, აცდენილია ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვას. ერთი უწყება დაასახელონ მსოფლიოში, ვინც ობიექუტრი შემფასებელია, რომელიც ამბობს, რომ “ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს ადამიანის უფლებებს შეესაბამება. როცა გაეროც კი ასეთი სუპერ კრიტიკულია, ეს აჩვენებს იმ მასშტაბს, რომელიც ამ კუთხით არსებობს. ანგარიშში ერთი საგულისხმო რამ მომხვდა თვალში, სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით, რა კანონმდებლობა და რეგულაციებიც არსებობს და მოქმედებს, ძალიან ჰგავს იმას, რაც მოქმედებს ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის გამო. ეს ანგარიში კარგი დასტური იქნება იმის, რომ “ქართული ოცნების“ მიდგომა როგორი რუსულია, როგორც აფხაზეთში ხდება, იქ აკეთებენ, აქაც ანალოგიური მიდგომა და მეთოდებია გამოყენებული. ანგარიში წერია ან გაუქმება, ან შეცვლა, ან სიტყვა შეშფოთება, ან წერია რომ გამოსაძიებელია, თავი უნდა შეიკავონ ვიღაცების დასჯისგან. სუპერ კრიტიკული ანგარიშია, რომელიც აღწერს ყველა იმ უბედურებას ადამიანის უფლების კუთხით არსებობს ქვეყანში, - განაცხადა ბურჯანაძემ.
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UN Human Rights Council) საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს ავრცელებს. ანგარიშში საუბარია ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობაზე.
- OHCHR-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულის ჩადენის შესახებ ყველა ბრალდება გამოიძიოს.