ჩემზე ციხეს არანაირი ცვლილება არ მოუხდენია, ვაპირებ ისევ ბრძოლაში ვიყო - მინდია შერვაშიძე

02.07.26 22:01
 ჩემზე ციხეს არანაირი ცვლილება არ მოუხდენია, ვაპირებ ისევ ბრძოლაში ვიყო - მინდია შერვაშიძე

ვაპირებ ისევ ბრძოლაში ვიყო, ისევ შემართებით ვარ და არანაირი ცვლილება ჩემზე ციხეს არ მოუხდენია, - ამის შესახებ მინდია შერვაშიძემ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

შერვაშიძე, რომელმაც საპატიმრო გუშინ დატოვა, ისევ რუსთაველზე დგას და ისევ პროტესტის მონაწილეა.

ის არ გამორიცხავს, რომ ისევ დააპატიმრებენ, თუმცა, ამბობს, რომ შიში არ აქვს და ვიდრე ბოლომდე არ გაიმარჯვებს, მეგობრების გვერდით იდგება. 

ეგ გამორიცხული არ არის [პატიმრობა], მაგის შიში არ მაქვს, ისევ აქ ვიქნები, ჩემი მეგობრების გვერდით და მუდამ ამ შემართებით ვიქნები, სანამ ბოლომდე არ გავიმარჯვებთ და  გამარჯვების ჰიმნი არ იჟღერებს ჩვენ საზოგადოებაში. რაც შეეხება გარეთ არსებულ მდგომარეობას - არის ის შემართება და ჟინი, რაც იყო თავიდან და გაგრძელდება და უფრო და უფრო გაძლიერდება, - თქვა შერვაშიძემ.  

მსგავსი სიახლეები