ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის მსხვერპლი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.