ელისაშვილის საქმეს ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს - რა ხდებოდა პროცესზე?
დაპატიმრებული პოლიტიკოსის მამამ საქმის შესახებ დღეს პირველად ისაუბრა. მისი თქმით, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს.
ვალერი ელისაშვილის კითხვებს, გათიშული კამერების გარდა, პოლიტიკოსის სახეზე არსებული სისხლჩაქცევებიც აჩენს. იგი ამბობს, რომ კადრებში ნიღბიანი პირის იდენტიფიცირება უჭირს და ზუსტად ვერ ამბობს, ნამდვილად მისი შვილია თუ არა.
ვალერი ელისაშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოიკითხა. მან სასამართლოს უამბო, როგორ შეიტყო ალეკო ელისაშვილის დაკავების შესახებ და გაიხსენა სატელეფონო საუბარი გამომძიებელთან, რომელმაც პოლიტიკოსის დაკავების შესახებ აცნობა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.