თელავის რაიონულმა სასამართლომ თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმა
თელავის რაიონულმა სასამართლომ თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე, იოსებ ჭუაძე 2 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
იოსებ ჭუაძეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სოციალურ ქსელში უხამსი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას ედავება.
მოსამართლე გროგოლ ვატიტაძემ მოქალაქის მიერ დაწერილი კომენტარები სამართალდარღვევად მიიჩნია.