ზუგდიდსა და მიმდებარე სოფლებს დენი ავარიულად გამოერთო
ზუგდიდში და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას 40 წუთია ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ენერგოპრო ჯორჯიაში" "პირველებს" გვეუბნებიან, რომ ფიქსირდება ქვე-სადგურების ავარიულად გათიშვა და მოკვლევა დაიწყეს, თუმცა აღდგენის ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.