5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ხუთი წელი გავიდა

05.07.26 12:11
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ხუთი წელი გავიდა

2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ხუთი წელი გავიდა, როდესაც რადიკალური ჯგუფების წევრები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. იმ დღეს თბილისში 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა, მათ შორის იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა იმავე დღეს დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებიც. მასობრივ ძალადობას წინ უძღოდა იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომლებმაც მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ძალადობის ყველა ეპიზოდი სრულად გამოძიებული არ არის, ხოლო ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ ღიად რჩება.

მსგავსი სიახლეები