ქუთაისში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

05.07.26 12:37
ქუთაისში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები