პოლიტიკური ცენზურა თუ უბრალო დამთხვევა - მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას და გორის ბავშვთა გუნდის კოლაბორაცია ჩაიშალა
Tbilisi Open Air-ის სცენაზე მუსიკოს ალექსანდრე კორძაიასთან, იგივე „კორძისთან“, ერთად გორის ბავშვთა გუნდს უნდა ემღერა, თუმცა დაგეგმილი კოლაბორაცია აღარ გაიმართება.
გუნდის ხელმძღვანელობამ კონცერტამდე სამი დღით ადრე გადაწყვეტილების მიზეზად „პირადი და გადაუდებელი პრობლემა“ დაასახელა. თუმცა, სოციალურ ქსელებში ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გუნდმა მონაწილეობაზე უარი ერთობლივი რეპეტიციის ვიდეოს გამოქვეყნების და მის მიმართ დიდი გამოხმაურების შემდეგ თქვა.
„კორძი“ პროევროპული აქციების აქტიური მხარდამჭერია. გასულ წელს მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა „ოლე ოლა“ შეასრულა.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება კულტურის სფეროზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგი შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე აღნიშნული ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. შედეგად კი, ბავშვები, რომლებიც გამოსვლისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ, Tbilisi Open Air-ის სცენაზე ვერ წარდგებიან.
მსგავსი სიახლეები
ადამიანს გამოუტანენ განაჩენს ისე, რომ არ ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს - ელისო კილაძის შვილი
მისი თქმით, არსებული შეზღუდვები კილაძეს საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისა და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას ართმევს. ილი