სროლა ვაშლიჯვარში - რას ყვებიან ადგილობრივები
"პირველებმა" ვაშლიჯვარში მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ადგილობრივები მედიას უყვებიან, ახალგაზრდები დასახლებულ პუნქტთან ახლოს ქეიფობდნენ, რა დროსაც ხმაურზე ადგილობრივი მცხოვრები, ვალერი ჯოხაზე გავიდა და მათ შენიშვნა მისცა. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა მხარეებს შორის დაპირისპირება, რასაც 41 წლის კაცის მხრიდან სროლა მოჰყვა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სროლის ხმაზე ახალგაზრდები გაიქცნენ და თავი ერთ სადარბაზოს შეაფარეს.
ვაშლიჯვარში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქვეყანაში 90-იანი წლები დაბრუნდა.
დავინახე, რომ დარბოდნენ ბიჭები და გავიგე კიდევ იარაღის ხმა და ავტომატის კაკანი. ჯერ თავიდან ის მეგონა, დაბადების დღე ხომ არავის აქვს მეთქი, მაგრამ მიყოლებით რომ იყო ჯერი, მივხვდი მერე. ჯერ ქალის კივილი იყო და მერე ამას რომ მოჰყვა კიდევ უფრო ჩოჩქოლი, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა. 90-იანი წლები დაბრუნდა...ამბობდნენ მერე, ჯგუფში დაიდო, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მანქანებით გადაიყვანეს (დაჭრილები), - უყვება "პირველებს" ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რო ვაშლიჯვარში სისხლიანი დაპირსპირება გუშინ ღამით მოხდა. პოლიციამ უკვე დააკავა 41 წლის ვალერი ჯოხაძე. დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკაში არიან მოთავსებულები.
მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ცენზურა თუ უბრალო დამთხვევა - მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას და გორის ბავშვთა გუნდის კოლაბორაცია ჩაიშალა
Tbilisi Open Air-ის სცენაზე მუსიკოს ალექსანდრე კორძაიასთან, იგივე „კორძისთან“, ერთად გორის ბავშვთა გუნდს უნდა ემღერა, თუმცა დაგეგმილი კოლაბორაცია აღარ გაიმართება.
ადამიანს გამოუტანენ განაჩენს ისე, რომ არ ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს - ელისო კილაძის შვილი
მისი თქმით, არსებული შეზღუდვები კილაძეს საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისა და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას ართმევს. ილი