გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

22.11.21 13:03
გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. 

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევალი ერთი კვირაა, კომატოზურ მდგომომარეობაშია. ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლების დაგვიანებული რეაქციის გამო გენადი ბესტაევის გადარჩენის შანსი მცირეა.

დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც გენადი ბესტაევი გადმოვიყვანეთ ცხინვალის ციხიდან და დაიწყო მისი მკურნალობა. მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ჩატარდა და კარგად იყო ის გაკეთებული. ბესტაევი რჩება ხელოვნურ კომაში. მინიმუმ ერთი კვირა დარჩება ასეთ მდგომარეობაში. მას უმძიმესი დიაგნოზი აქვს-ინსულტი. ჯერჯერობით ექიმები თავს იკავებენ პროგნოზებისგან. როცა დაიწყება მისი გამოყვანა კომიდან, მაშ შემდეგ უფრო მკაფიო პასუხსი გაცემა იქნება შესაძლებელი. 

უფრო ადრე რომ მომხდარიყო ბესტაევის გამოყვანა ცხინვალიდან, დარწმუნებული ვარ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა - განაცხადა დავით ქაცარავამ.

გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

2 წლიანი ტყვეობის შემდეგ 53 წლის გენადი ბესტაევი საოკუპაციო რეჟიმმა ციხიდან უგონო მდგომარეობაში გამოუშვა. რეჟიმის პრეზიდენტმ,ა ანატოლი ბიბილოვმა ქართველი ტყვე, მდგომაროების დამძიმების შემდეგ შეიწყალა და პაციენტი ქართულ მხარეს გადმოსცა.

მსგავსი სიახლეები