რა პირობებშია საქართველოს ეროვნული საგანძური - ეროვნულ მუზეუმში დილიდან იტალიელი რესტავრატორები იმყოფებიან

22.11.21 15:06
რა პირობებშია საქართველოს ეროვნული საგანძური - ეროვნულ მუზეუმში დილიდან იტალიელი რესტავრატორები იმყოფებიან

რატომ ჩამოიყვანეს საქართველოში იტალიელი ხელოვნებათმცოდნეები და რესტავრატორები. უცხოელი ექსპერტები დილიდან ეროვნულ მუზეუმში არიან. ,,პირველების" ინფორმაციით, იტალიელი  ექსპერტები  ამოწმებენ, რა პირობებშია საქართველოს ეროვნული საგანძური, როგორ და რა პირობებში  მიმდინარეობს ექსპონატების გადატანის პროცესი.

,,პირველებს" იტალიელი სპეციალისტები უდასტურებენ, რომ მუზეუმში ახლა რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამიტომ საგანძური უსაფრთხო ადგილას ისეა გადასატანი, რომ უნიკალური ნივთები არ დაზიანდეს. ცნობილია, რომ კულტურის სამინისტროს ექსპონატების ევაკუაციის გეგმა ამ ეტაპზე არ გააჩნია, რასაც მუზეუმის თანამშრომლები ღიად უპირისპირდებიან.

რა ბედი ეწევა საქართველოს საგანძურს, რაც დაახლოებით 140 ათას ექსპონატს შეადგენს, ამას უცხოელი ექსპერტები ამ დროისთვის არკვევენ. მათი განმარტებით, უახლოეს 5 დღეში უნდა გადაწყდეს, სად გადაიტანენ საქართველოს ეროვნულ განძს. 

დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ვნახეთ თქვენი ისტორიული ნივთები, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მქონეცაა. დრო გვჭირდება, რომ ამ ნივთების გადატანა უსაფრთხო ადგილზე მოხდეს. ზუსტად სად, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. 5 დღე გვჭირდება პოზიციების შესაჯერებლად. დღესც მუზეუმის დირექტორსა და ქართველ ექსპერტებს შევხვდით. აქ იმისათვის ვართ, რომ თქვენი ისტორიული ღირსება შევინარჩუნოთ - განაცხადეს იტალიელმა რესტავრატორებმა.

 

მსგავსი სიახლეები