გვაქვს მართლმსაჯულება, სადაც სააკაშვილს დასწრების და პოზიციის დაფიქსირების უფლება არ აქვს - ადვოკატი

22.11.21 16:11
გვაქვს მართლმსაჯულება, სადაც სააკაშვილს დასწრების და პოზიციის დაფიქსირების უფლება არ აქვს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური, სასამართლოზე მესამე პრეზიდენტის  დასწრებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლებას მოითხოვს. გელხაური მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყონ მესამე პრეზიდენტისთვის უსაფრთხო გარემო, რომ შესრულდეს ექიმების რეკომენდაცია.  

დღეს გვაქვს მართლმსაჯულება, სადაც არ აქვს მიხეილ სააკაშვილს დასწრების და იქ პოზიციის დაფიქსირების უფლება, ეს დიდი დარღვევაა. აუცილებლად უნდა შესრულდეს იმ ექიმების რეკომენდაციები, რომლებიც ჩართული არიან სააკაშვილის მკურნალობაში და გაწევენ კონსულტაციებს. ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება", - ამბობს გიორგი გელხაური.