ელენე ხოშტარია საავადმყოფოში კიდევ ერთი კვირა დარჩება

22.11.21 17:26
ელენე ხოშტარია საავადმყოფოში კიდევ ერთი კვირა დარჩება

ელენე ხოშტარია საავადმყოფოში ერთი კვირა დარჩება. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. ექიმები ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სავარაუდოდ, ორ დღეში მისცემენ უფლებას, მიიღოს საკვები.

მანამდე ხოშტარიამ შიმშილობის პროტოკოლი მკაცრად უნდა დაიცვას, გაიკეთოს გადასხმები და მიიღოს საკვები დანამატები სითხეების სახით.

ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის მუდმივი მონოტორინგის ქვეშ იმყოფება. ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან კვლავ ვლინდება გარკვეული ცვლილებები ელექტროლიტურ ბალანსში, რომლის კორექციაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ჯერჯერობით საკვებზე არ გადასულა. 2 დღეში იგეგმება საკვების მიცემაც. გაწერაზე ჯერ ადრეა საუბარი.  - აცხადებს ხოშტარიას მკურნალი ექიმი.