ჩამოვედი ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის, სანახავად - კახა ლომაია
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ განათლების ყოფილი მინისტრი და გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ალექსანდრე (კახა) ლომაია, მივიდა. ლომაია ამერიკიდან სპეციალურად მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ჩამოვიდა. ლომაიას თქმით, ის სააკაშვილს მეგობრის სტატუსით მოინახულებს.
მე ჩამოვედი ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის, სანახავად, თუ ეს შესაძლებელი იქნება, მოხარული დავრჩები, მხოლოდ მეგობრის სტატუსით ვარ", - ამბობს ალექსანდრე ლომაია.